ბადრი ჯაფარიძე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე - როდესაც კატასტროფული ვარდნა გქონდა, იქიდან აკეთებ გაზომვას და ამით ამაყობ, ეს თვალებში ნაცრის შეყრაა

როდესაც შარშან კატასტროფული ეკონომიკური ვარდნა გქონდა და იქიდან აკეთებ გაზომვას, ეს უბრალოდ, ან უცოდინარობაა ან თვალებში ნაცრის შეყრა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, შეფასება, რომლის თანახმადაც აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 44.8 პროცენტი შეადგინა, „არის ეფექტი, როდესაც ნულიდან ითვლი“.

„მოდით, ფსევდოზრდაზე ნუ ვისაუბრებთ. მინდა აგიხსნათ, საიდან მომდინარეობს ეს ზრდა. როდესაც გაქვს უზარმაზარი ვარდნა და შემდეგ, პრაქტიკულად ისეთი დავარდნიდან იწყებ ათვლას და ამით ამაყობ, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა. მგონია, რომ ყველაზე კარგი ინდიკატორია როგორ გრძნობენ ამას მოქალაქეები. თქვენ კარგად იცით, რომ ეს გრძნობა ძალიან მწვავეა, ჩვენი მოქალაქეები ბოლო წლებია გრძნობენ სრულიად უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებს. ასევე არაეფექტური ეროვნული ბანკის და ფინანსური სექტორის მმართველობას“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით,2021 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 44.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.1 პროცენტია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს