დენის შმიგალი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საპარლამენტო პარტიებმა კრიზისის დასაძლევად დოკუმენტს ხელი მოაწერეს, რაც კარგად ახდენს ხელისუფლების სიმწიფისა და პასუხისმგებლობის დემონსტრირებას

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით, საპარლამენტო პარტიების ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად დოკუმენტს ხელი მოაწერეს, რაც კარგად ახდენს ხელისუფლების სიმწიფისა და პასუხისმგებლობის დემონსტრირებას, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საქართველოში არსებული კრიზისისა და მის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯების შეფასებისას განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა საქართველოში სტაბილურობის მნიშვნელობას და ამასთანავე განმარტა, რომ ნებისმიერი კრიზისი დროებითი მოვლენაა, რაც არ ნიშნავს ევროატლანტიკური მისწრაფებების შეზღუდვას.

„მე ძალიან დიდი სიმპათიით ვარ განწობილი თქვენი ქვეყნისა და მთელი ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კვლავ დარჩეს სტაბილურ და წარმატებულ ქვეყნად. რა თქმა უნდა, ქვეყნის სტაბილურობაში უმნიშვნელოვანეს როლს ხელისუფლება ასრულებს. ხელისუფლების მოწოდებაა ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფა და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე გავლენის მოხდენა. აქ რჩევას ვერ მივცემ, რადგან ყველა ქვეყანას ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობასა და სტაბილურობას.

ნებისმიერი კრიზისი დროებითი მოვლენაა, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებების შეზღუდვას. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით, საპარლამენტო პარტიების ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად დოკუმენტს ხელი მოაწერეს, რაც კარგად ახდენს ხელისუფლების სიმწიფისა და პასუხისმგებლობის დემონსტრირებას, ასევე აჩვენებს მის დაინტერესებას კრიზისის სწრაფად მოგვარებაში, რათა ქვეყანამ კვლავ მოიპოვოს სტაბილურობა. ამიტომ, თუ პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, ეს უკვე საშინაო პოლიტიკის საკითხია და საჭიროა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა. ურთიერთობები უკრაინასა და საქართველოს შორის ძალიან თბილია და ჩემი მხრივ, მე ყველაფერს გავაკეთებ მათი განვითარებისათვის. ეს მნიშვნელოვანია ურთიერთმხარდაჭერის კონტექსტში,“- განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

იხილეთ ინტერვიუ სრულად:

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს