ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს ავრცელებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლა შეუძლია არავაქცინირებული 53 ქვეყნის მოქალაქე/რეზიდენტს, ბოლო 72 საათში აღებული PCR ნეგატიური ტესტით და საქართველოში შემოსვლიდან 3 დღის შემდეგ საკუთარი ხარჯით ტესტის ჩატარების ვალდებულებით.

„1 ივნისიდან საქართველოში შემოსვლა შეუძლია სახმელეთო გზით: ყველა ქვეყნის მოქალაქესა და რეზიდენტს, ვაქცინის სრული დოზის დამადასტურებელი ცნობით და ბოლო 72 საათში აღებული PCR ნეგატიური ტესტით, არავაქცინირებული 53 ქვეყნის მოქალაქე/რეზიდენტს, ბოლო 72 საათში აღებული PCR ნეგატიური ტესტითა და მესამე დღეს საკუთარი ხარჯით ტესტის ჩატარების ვალდებულებით.

საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლა შეუძლია ყველა ქვეყნის მოქალაქესა და რეზიდენტს, ვაქცინის სრული დოზის დამადასტურებელი ცნობით, არავაქცინირებული 53 ქვეყნის მოქალაქე/რეზიდენტს, ბოლო 72 საათში აღებული PCR ნეგატიური ტესტით და საქართველოში შემოსვლიდან 3 დღის შემდეგ საკუთარი ხარჯით ტესტის ჩატარების ვალდებულებით.

ვრცლად რეგულაციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე :https://georgia.travel/ka_GE/სტატია/covid-travel-alert“ ,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა