აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია  გაერო-ს განვითარების პროგრამების წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია გაერო-ს სახლში, გაერო-ს განვითარების პროგრამების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლევან თევზაიამ ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის მიმართულების ხელმძღვანელს ლელა აქიაშვილსა და პროექტის კოორდინატორს (EU4Dialogue) მარიამ ბეგიაშვილს, ამ მიმართულებით სამინისტროს ხედვა და ინიციატივები გააცნო.

შეხვედრისას, გენდერული თანასწორობის საკითხებთან მიმართებაში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

ასევე, მხარეებმა, თანამშრომლობის გეგმები დასახეს და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს,

-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს