დავით ჭიჭინაძე - ქვეყნის დაცლა და ხალხის ქვეყნიდან გაყრა ყოფილა არნახული ეკონომიკური ზრდა და წარმატება

ქვეყნის დაცლა და ხალხის ქვეყნიდან გაყრა ყოფილა არნახული ეკონომიკური ზრდა და წარმატება, „ოცნების“ მთავრობას და მინისტრ თურნავას რომ ჰკითხო, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი რჩება უმუშევარი, ან ქვეყანას ტოვებს, „ქართული ოცნება“ კი, ეკონომიკის 44%-იან ზრდას „გვიფრიალებენ „გამარჯვებული“ სახეებით“.

როგორც ჭიჭინაძე აცხადებს ასე გამოიყურება „ოცნების“ და რეალური ციფრები:

„ოცნების“ მთავრობის განცხადებით, 2019 წელს ეკონომიკა თურმე 20-25 % -ით გაიზარდა, 2020 წელს კი 44%-ით. არადა, 2019 წელს 276 900 უმუშევარი იყო, ამათგან 100 000-ზე მეტი ქვეყნიდან გაიქცა და უმუშევრობა ამ ციფრებთან შედარებით 167 ათასით არის გაზრდილი. ანუ, თუ ხალხი უმუშევარი რჩება, არც სამუშაო ადგილები იქმნება, მაშინ ეკონომიკა როგორ იზრდება?! თუ ეს „ოცნებისეული“ ექსკლუზიური ფენომენია?!

ციფრები კიდევ უფრო დეტალურად: 2015 წლიდან საქართველოში სამუშაო ძალა, (აქტიური მოსახლეობა) იკლებს და დღევანდელი მდგომარეობით 228 ათასითაა შემცირებული; (დიდწილად წასული ადამიანების ხარჯზე).

შეცირდება დასაქმებულთა რაოდენობაც - 165 ათასით;

2020-2021 წლებში სამუშაო ძალა შემცირდა 76 ათასით, უმუშევრობა კი გაიზარდა 36 600-ით.

რა ბუღალტერი აქვს თურნავას ასეთი? ან თუ მართლა 44%-იანი ზრდა აქვთ, საქსტატის მონაცემებს ელოდებოდნენ და დაგვიმალეს?“ - აცხადებს ჭიჭინაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო