გიგი უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოსი გიგი უგულავას სასამართლო პროცესი იმართება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარდგება ბრალდების მხარე.

როგორც პროცესის დაწყებამდე ბრალდებული გიგი უგულავას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, ეს არის საქმე, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვთ მართლმსაჯულებასთან და ცხადად ჩანს როგორ უსწორდებიან სახელმწიფო ინსტიტუტები და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებს.

,,დღეს იწყება საქმის არსებითი განხილვა, ბრალდების მხარე წარადგენს შესავალ სიტყვას და მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზეც მოხდა გიგი უგულავას ბრალდება. ეს არის საქმე, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვთ მართლმსაჯულებასთან, ცხადად ჩანს სახელმწიფო ინსტიტუტები და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები როგორ უსწორდებიან ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებს. ნათლად ჩანს კადრებზე როგორ მოუწყეს ჩასაფრება გიგი უგულავას აეროპორტში, ელოდებოდნენ მას და შემდგომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ მოეწყოთ პროვოკაცია. შეიძლება ადამიანები ჩაგისაფრდნენ, ფიზიკურად გაგისწორდნენ, მოგაყენონ შეურაცხყოფა და ამის შემდგომ აღმოჩნდე ბრალდებულის სკამზე. ეს არის აბსურდი, რაც პროკურატურამ სასამართლოში წარმოადგინა”, - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

მისივე თქმით, ამავე საქმეზე დაზარალებულად ცნობილ გოკა გაბაშვილს ბრალდებული დავით პარკაძის ამნისტირება შესთავაზეს.

,,იყო შემოთავაზება ბატონ გოკა გაბაშვილთან, იყო თუ არა თანახმა ამნისტიაზე პარკაძესთან მიმართებით, არ ვიცი სასამართლო რა გადაწვეტილებას მიიღებს, თუმცა მაქვს მოლოდინი, რომ გიგი უფრო მეტად მოემზადება ფიზიკურად და შემდგომში მსოფლიო ჩემპიონსაც მოერევა”, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

იხილეთ ვიდეო: გიგი უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო