გიგი უგულავა - რით დამთავრდება ეს აბსურდი, რაშიც უკვე 8 წელიწადია ვმონაწილეობ, არ ვიცი, მოვდივარ და ვერთობი ამ სასამართლოთი, რომელიც შემდეგ აღარ ერთობა ხოლმე და მასამართლებს

რით დამთავრდება ეს აბსურდი, რაშიც უკვე 8 წელიწადია ვმონაწილეობ, არ ვიცი, მოვდივარ და ვერთობი ამ სასამართლოთი, რომელიც შემდეგ აღარ ერთობა ხოლმე და მასამართლებს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

უგულავას თქმით, იმ საქმეებს შორის, რომელიც „ივანიშვილის რეჟიმმა მის წინააღმდეგ აღძრა“, ეს საქმე ყველაზე აბსურდული და ცინიკურია.

მისივე განცხადებით, ეს საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი და ივანიშვილის ხელწერაა მას შემდეგ რაც, მის წინააღმდეგ განწყობილი ადამიანები შეურაცხყოფას მიაყენებენ.

„პატარა ბავშვიც მივხვდება, რომ ადამიანი, რომელიც ადგილზე, სადაც უკვე მიფრინავს, დაცული ზონაა, დღისით-მზისით ჩხუბს არ ატეხავს, ისიც მიხვდება, რომ საჩხუბრად მოსული ადამიანი არსად გაფრენას არ აპირებდა და სხვათაშორის, არსად არ გაფრენილა. მეორე სასაცილო გარემოებაა ის, რომ მოსამართლემ თქვა ამ საქმეზე, მსუბუქი საქმეაო და კამერებს არ ამოვიღებთო.

თეთრი ძაფით არის ეს ყველაფერი ნაკერი, მერე უფრო კარგად გამოჩნდა, იმიტომ, რომ ივანიშვილის ხელწერაა. ის, რაც 20 ივნისის ღამეს მათ გააკეთეს, ერთადერთი რამე რაც ადამიანს შეეძლო, შეგინება იყო. ივანიშვილიც და გახარიაც იმ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ფურთხი ღირსი იყვნენ და გინებას იმსახურებდნენ, ამაზე პასუხი არის ის, რაც მერე ჩვენ ჩანაწერებშიც მოვისმინეთ, რომ ეს ადამიანები ასე უსწორდებიან და მთელი სინდიკატი აქვთ აწყობილი ამისა. ამიტომ ეს არის ამის გაგრძლება. გავაშელიშვილი, როგორც შემდეგ გავიგე, კეთილმოეწყო კიდეც დიღმის ჭალებში, კარიერიდან ხრეშის მოპოვების უფლებაც მიუღიათ და იქედან იკვებება ბადრი-საბა გავაშელიშვილი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა