სურსათის ეროვნულ სააგენტოში მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტის საკითხები განიხილეს

სურსათის ეროვნულ სააგენტოში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა.სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ექსპორტიორებს არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„საექსპორტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სააგენტოს წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ექსპორტიორ კომპანიებთან, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს ცოცხალი ცხოველების ექსპორტი და მაქსიმალურად იყოს დაცული არსებული საკარანტინო მოთხოვნები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის, განცხადებით, სააგენტოს მიერ მოწესრიგებულია საკანონმდებლო და ტექნიკური საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ცოცხალი ცხოველების საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

შეხვედრას ესწრებოდა მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილიც, რომელმაც ხაზი გაუსვა ბიზნესსექტორის ინფორმირების მნიშვნელობას.

საქართველოდან ცოცხალი ცხოველების (წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი) ექსპორტი ხორციელდება აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ერაყში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ყატარში, ბაჰრეინსა და ომანში. მიმდინარე წელს 71 300 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვია ექსპორტირებული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა