დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტის შემდეგ ქვეყანას ბევრი პრაქტიკული ხელშესახები შედეგი ექნება

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტის შემდეგ ქვეყანას ბევრი პრაქტიკული ხელშესახები შედეგი ექნება. ამის შესახებ ზალკალიანმა მედიას სენატორების ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სენატორების ვიზიტი არის დასტური იმისა, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანია სენატის დელეგაციის ვიზიტი. ეს არის კიდევ ერთი დასტური ორპარტიული მხარდაჭერის, რომელიც საქართველოს აქვს. მოგეხსენებათ, რომ ამერიკასთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა, რისი დასტურიც არის მხარდაჭერა როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი შტოს მხრიდან. ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის წინ გვქონდა საქართველოში სენატორების ვიზიტი, სენატორებიც, რომლებიც მართლაც ჩემპიონები არიან საქართველოს მხარდაჭერაში. არაერთი რეზოლუციაა მათი მხრიდან ინიცირებული. ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის რეგიონალური უსაფრთხოების თემატიკა, რომელიც მოითხოვს ჩვენს მუდმივ კოორდინაციას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მათ შორის სენატორებთან, ასევე, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამერიკის ლიდერობის და მხარდაჭერის გარეშე ჩვენი ნატო-ში ინტეგრაცია რომ რთული პროცესია, მგონი, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სენატის მხრიდან გვქონდეს მხარდაჭერა. ისეთი გავლენიანი სენატორების მხარდაჭერა, რომლებიც დღეს თბილისში არიან, ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ჩვენ ამის მოლოდინი გვექნება მომავალშიც. რა თქმა უნდა, ბევრ თემას შევეხებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რეფორმებს. ამერიკა მხარს უჭერს რეფორმების შეუქცევადობას, მის განგრძობითობას. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შემდეგ, მომავალში, ბევრი პრაქტიკული ხელშესახები შედეგი გვექნება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოში არიან. სენატორები შეხვდებიან პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა