ირაკლი შოთაძე PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი შოთაძემ, დელეგაციის წევრებს საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე პროექტები გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს პროკურატურის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

„გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრები ტიტუს კორლატეანი - რუმინეთის „სოციალისტების ჯგუფი“, კლოდ კერნი - საფრანგეთის „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის“, ბას კლეინი - ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მდივანი ალექსანდრე რამიშვილი ესწრებოდნენ.

ევროპის საბჭოს მონიტორინგის მექანიზმების მიზანს, საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და კანონის უზენაესობის განმტკიცება წარმოადგენს“,- აღნიშნავენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა