ხათუნა სამნიძე მამუკა ხაზარაძის წინადადებაზე - ოპოზიციამ ყველა შესაძლო ვერსიაზე უნდა იმსჯელოს

ყველანაირი ინიციატივა უნდა განვიხილოთ ოპოზიციამ - მალეა დასაწყები კოორდინაცია, - ასე ეხმიანება დეპუტატი ხათუნა სამნიძე ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, რომ ოპოზიცია თბილისის მერობის უპარტიო კანდიდატის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.

სამნიძის თქმით, ჯერჯერობით კოორდინაცია ამ საკითხზე არ ყოფილა.

"მე არ მიმიღია ჯერ არანაირ საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, მაგრამ ვთვლი, რომ მალეა ეს დასაწყები. ყველა შესაძლო ვერსიაზე უნდა იმსჯელოს ოპოზიციამ,"- განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ ლიდერმა თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა.

„თბილისის მერი არ უნდა იყოს არცერთი პარტიის წარმომადგენელი, ის უნდა იყოს მეურნე ადამიანი, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე მიმართავს ყველა ოპოზიციონერ ლიდერს და პარტიას, რომ ამ იდეის გარშემო დაიწყონ ფიქრი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს