ალუდა ღუდუშაური ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე - თუ სახალხო დამცველს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბოლო წლებში მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებული საქმეები ძიებაში იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში რას ელოდებოდა?!

ძალიან სამწუხაროა, რომ თუ სახალხო დამცველს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებული საქმეები ძიებაში იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში რას ელოდებოდა?! - ამაზე განგაში ასატეხი იყო არა ახლა, არამედ თავის დროზე, - ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმულ კითხვას.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერ კითხვას, რაც არსებობს ბავშვებთან დაკავშირებით, პასუხი უნდა გაეცეს. სახელმწიფო ყველა ასეთ საკითხთან მიმართებაში ეფექტურად რეაგირებს, მაგრამ მკაფიოდ მინდა გითხრათ, სახელმწიფო სუბიექტური მიდგომების ავანგარდში ვერ იქნება. ყოველგვარი ხმაური, თითქოს და, მთელი ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფო არაეფექტური იყო, რაღაც ხდება და ვინმეს ხელს აფარებს, ეს არის სიტუაციის ძალიან ცუდი კონტექსტიდან დანახვის მცდელობა.

თუ გვინდა, შედეგზე ორიენტირებული ვიყოთ, როგორც უკვე აღვნიშნე არის კითხვის ნიშნები, მთელი ამ ხნის განმავლობაში თუ სახალხო დამცველისთვის ცნობილი იყო, რომ გამოძიება დაწყებულია ისეთ სავარაუდო დანაშაულზე როგორიცაა, გაუპატიურება, ამაზე ხმაური ასატეხი იყო არა ახლა, არამედ მაშინ, როცა მისთვის ცნობილი გახდა. ამიტომ შეიძლება არსებობდეს კითხვის ნიშნები, რატომ ხდება ახლა და ხელოვნურად ხომ არ ხდება ფაქტების ამდაგვარად წარმოჩენა?! სახელმწიფო ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს ბავშვების დაცვისთვის", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კითხვაზე, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული მდგომარეობით უნდა დაინტერესდეს თუ არა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ „კომიტეტი ქარიშხალს ვერ ატეხავს, ვიდრე ინფორმაცია არ ექნება".

„საპარლამენტო საქმიანობა რეგლამენტით რეგულირდება და კომიტეტი რეგლამენტის ფარგლებში მოქმედებს. კომიტეტს არა აქვს ბერკეტი დაიწყოს ან შეწყვიტოს გამოძიება. ქმედითი ღონისძიეძიება ნიშნავს - გააგზავნო დოკუმენტი, გააგზავნო წერილი, დაელოდო პასუხს. კომიტეტი ვერ ადგება და ქარიშხალს ვერ ატეხავს იქამდე, ვიდრე ინფორმაცია არ ექნება", - განაცხადა ღუდუშაურმა.

სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა