გიორგი ვაშაძე - რა დროს იმაზე ლაპარაკია, ვინ იქნება მერი - „სტრატეგია აღმაშენებელს" არ სცალია ამისთვის - ხედავთ, რომ პარლამენტი „მოიქოქა“, ჯერ „თუხთუხის“ სტარტია, ცოტა ხანში ნახეთ, რა იქნება

რა დროს იმაზე ლაპარაკია ვინ იქნება მერი - არ მცალია, „სტრატეგია აღმაშენებელს" არ სცალია ამისთვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ ოპოზიცია თბილისის მერობის უპარტიო კანდიდატის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ იმას იტყვის, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ რჩება თავისი პრინციპის ერთგული, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს არც ერთ რაიონში მხარს არ დაუჭერს არასდროს, რადგან „ორპოლუსიანი უბედურება უნდა დამთავრდეს".

„ახლა პოლიტიკაში დრო არის ხალხისთვის. ეს ერთი თვე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პრობლემები, რომელიც ხალხს აწუხებს, პარლამენტში შემოვიტანოთ, რომ ეს ინსტიტუცია ავამუშაოთ. ხედავთ, რომ პარლამენტი „მოიქოქა“. ჯერ „თუხთუხის“ სტარტია. ცოტა ხანში ნახეთ, რა იქნება. ჩემი პოზიცია ივლისში იქნება, ამ განხილვაში შესვლას არ ვაპირებ, სხვამ განიხილოს და იმსჯელოს. ამისთვის არ მცალია, ჩვენ გვცალია ხალხის პრობლემებისთვის,"- განახადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა