სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე  „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომელი დააკავა

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი დააკავეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ თანამშრომელი, განსახლების საჭიროების მქონე ეკომიგრანტებისგან, სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული 25 000 ლარიანი ფულადი შემწეობის გაცემის დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ ქრთამის სახით სისტემატიურად იღებდა სხვადასხვა ოდენობის ფულად თანხას.

“სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ თანამშრომელი, განსახლების საჭიროების მქონე ეკომიგრანტებისგან, სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული 25 000 ლარიანი ფულადი შემწეობის გაცემის დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ ქრთამის სახით სისტემატიურად იღებდა სხვადასხვა ოდენობის ფულად თანხას. 2021 წლის მარტში, მან წალკის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ მოქალაქეს გამოართვა 1 500 ლარი, ხოლო ამავე წლის მაისში ადიგენის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ - 2 000 ლარი.

იდენტიფიცირებულია სხვა შემთხვევებიც, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ყაზახეთში არსებული ვითარება ბევრ კითხვებს ბადებს, თუ რა სცენარით განვითარდება პროცესები, დასკვნების გაკეთება აშკარად ნაადრევია
მამუკა გამყრელიძე - მსოფლიოში  დაიწყო ახალი გადანაწილება,  არსებული შეთანხმებები და  ფორმატები  ეფექტურად ვეღარ მუშაობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ავერსი სოციალურად დაუცველ პენსიონერს მერიის 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამის ფარგლებში მოემსახურება ყოველდღე ფასდაკლებით და საჩუქრად გადასცემს 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათს
„მაგნიტში“ გრანდიოზული საიუბილეო გათამაშება დაიწყო
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტების ჩართვას სხვადასხვა პირობით გვთავაზობს
IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ახალ სპაიდერმენში