„ჯივიპი” წყალმომარაგების სტაბილურობისთვის გადაუდებელ სამუშაოებს ატარებს

„ჯივიპი” წყალმომარაგების სტაბილურობისთვის გადაუდებელ სამუშაოებს ატარებს.მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშაოები ერთდროულად ნუცუბიძის ქუჩა N179-ის მიმდებარედ, ბაგების სატუმბო სადგურზე და წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარეობს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების ქსელის რამდენიმე მონაკვეთზე მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ.

წყალსადენის მაგისტრალური მილების გადაერთებასთან ერთად, წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის მიზნით, ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება.

რთული ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 2 ივნისის 23:00 საათიდან 3 ივნისის საღამოს 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს: ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის და თამარაშვილის ქუჩის ნაწილს, უნივერსიტეტის 1 შესახვევს, გაზაფხულის, ლორთქიფანიძის, ჩოლოყაშვილის, უჩანეიშვილის და მიმდებარე ქუჩებს, წყნეთის გზატკეცილს, ბაგების კორპუსებს.

ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩას და ნუცუბიძის III მიკრორაიონს, დელისის, მინდელის, პიკასოს, თოფურიას, სანდრო ეულის, ქავთარაძის, მარიჯანის, ამაღლების, ძმები ზალდასტანიშვილების, გელოვანის, გამრეკელის, ჩიქოვანის, მეგრელაძის ქუჩებს. ბუდაპეშტის, ლვოვის და ასათიანის ქუჩების ნაწილს, თავხელიძის და მიმდებარე ქუჩებს.

კაკლების დასახლებას, მიხეილ ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბელის იმედაძის, თბილისის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებს.

დაბა წყნეთს, ბეთანიას, ახალდაბას და კვესეთს; ტაბახმელას, შინდისს, წავკისს, კიკეთს და კოჯორს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge ", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს