იაგო ხვიჩია - არ ვარ მეურნე მერის იდეის მომხრე, არჩევით თანამდებობაზე უნდა იყოს პოლიტიკოსი

მე ზოგადად არ ვარ მეურნე მერის იდეის მომხრე, მე მგონია, რომ არჩევით თანამდებობაზე უნდა იყოს პოლიტიკოსი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც მამუკა ხაზარაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ ოპოზიცია თბილისის მერობის უპარტიო კანდიდატის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს, რომელიც მეურნე ადამიანი იქნება.

მისი თქმით, იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკოსებს და მათ პროფესიას სახელი აქვს გატეხილი, ადამიანები იფიქრებენ ახალ - ახალ იდეებს, რომელიც მათი აზრით ხალხისთვის იქნება მისაღები, მაგრამ თბილისის მერს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება უწევს და ამიტომ ამ თანამდებობაზე პოლიტიკოსი უნდა იყოს წარდგენილი.

„ზოგადად ეს იდეა, რომ ქალაქის მერი პოლიტიკოსი კი არა სხვა უნდა იყოს ვინმე, ჩემი აზრით მცდარი იდეაა, მითუმეტეს, როცა ამხელა მნიშვნელობა ენიჭება დედაქალაქის მერს. აქედან გამომდინარე, არ მჯერა ზოგადად მაგ იდეის, არც ასეთ მეურნე კანდიდატს ვხედავ ვინმეს, რომელსაც მხარს დაუჭერს ოპოზიცია, მერე ხალხი და ის გაიმარჯვებს, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩვენ ტრადიციული გზით უნდა წავიდეთ. ეს არ არის კერძო კომპანიის მართვა, ამხელა ქალაქის მოვლა-პატრონობა მოითხოვს პოლიტიკურ დისკუსიებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. აქამდეც ჩემი აზრით პრობლემა ის იყო, რომ დედაქალაქის მერები არ იყვნენ პოლიტიკოსები, დამოუკიდებელი პოლიტიკოსები არ ყოფილან, ყველა ვიღაცის წარმომადგენელი იყო. მე მხარს დავუჭერ მხოლოდ იმას, რომ ჩვენი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და პროპორციულ არჩევნებში „გირჩი“ შემოხაზოს, „გირჩის“ იქით მეორე არჩევანს ვისზე გააკეთებს, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო