თავდაცვის სამინისტროსა და თსუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თსუ-ის რექტორმა გიორგი შერვაშიძემ მოაწერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმი მიზნად ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, სამინისტროს თანამშრომელთა და უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ისახავს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტის საფუძველზე, თსუ-ის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ: თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გაიარონ პრაქტიკა, ასევე სამხედრო საბაზისო და სამთო მომზადება, მოაწყონ ერთობლივი ალპინიადა, ითანამშრომლონ სამხედრო სამედიცინო სფეროში. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული გადამზადებისთვის საჭირო ტრენინგების ჩატარებასა და მათთვის სამეცნიერო პრაქტიკული შეხვედრების ორგანიზებას.

დოკუმენტი ასევე გულისხმობს: აკადემიური პერსონალის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში ჩართულობას, სამინისტროს საჭიროებების მიხედვით სამეცნიერო რესურსების მიწოდებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს