ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას იმ კანონზე ჰქონდათ შეკითხვები, რომელიც კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადდა და კომპანიებში დროებითი მმართველის დანიშვნას ითვალისწინებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილთან შეხვედრაზე გასულ წელს, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით ჰქონდათ შეკითხვები, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომზადდა და კომპანიებში დროებითი მმართველის დანიშვნას ითვალისწინებს. კერძოდ, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სონღულაშვილმა მედიას განუცხადა, მათ აინტერესებდათ, ხომ არ შეიძლება დროებითმა მმართველმა გავლენა იქონიოს მედიის თავისუფლებაზე.

„კიდევ ერთხელ მინდა დავარწმუნო მედიაც და იგივენაირად ვუთხარი ზუსტად მობრძანებულ სტუმრებს, რომ ამ კანონის მიღებით არანაირად არ ემუქრება საფრთხე მედიის და სიტყვის თავისუფლებას.

ეს საკითხი მოხვდა მინიტორინგის ანგარიშში შესაბამისად, აინტერესებდათ ან კანონთან დაკავშირებით, თუ აქვს უფლება დროებით მმართველს რაიმე ფორმით ზეგავლენა იქონიოს მედიათავისუფლებაზე,"- განაცხადა სონღულაშვილმა.

ცნობისათვის, დელეგაციის წევრები უკვე მეორე დღეა პარლამენტში შეხვედრებს მართავენ. დღეს მათ რამდენიმე შეხვედრა ჰქონდათ საპარლამენტო ოპოზიციასთან. გუშინ კი შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს. დელეგაცია საქართველოში 2 დღიანი ვიზიტით იმყოფება, ამ ხნის განმავლობაში ისინი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, რის შემდეგაც ქვეყნის შესახებ ანგარიშს მოამზადებენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა