კორონავირუსის პანდემიამ საქართველოსა და მსოფლიოში თევზის მოხმარება გაზარდა

თევზეულსა და ზღვის პროდუქტებზე მოთხოვნილება საზოგადოების ეკოლოგიზაციისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მომხრეთა ზრდის შედეგად იზრდება, აღნიშნული ტენდენცია კი კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო ააჩქარა.

როგორც გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის (FAO) მიერ გამოცემულ კვლევაშია აღნიშნული, უკანასკნელი 60 წლის მანძილზე თევზის მოხმარება რაციონში გაორმაგდა - დღეს, რიგითი ევროპელი მოქალაქე ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 22კგ თევზს ყიდულობს. საქართველოში იგივე მონაცემი 7კგ-ს უტოლდება, თუმცა სტატისტიკა აქაც მზარდია.

„ექიმები და დიეტოლოგები რაციონში ხილის და ბოსტნეულის გარდა, მეტი თევზის დამატების რეკომენდაციას იძლევიან - ის ომეგა-3-სრულფასოვანი ცხიმიანი მჟავებით არის გაჯერებული, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, მხედველობაზე, იმუნიტეტზე დადებით გავლენას ახდენს, ადამიანებს გაახალგაზრდავებაში ეხმარება“, აღნიშნავს ქსენია გოროვაია - ალასკის ზღვის პროდუქტების მარკეტინგის ინსტიტუტის (Alaska Seafood Marketing Institute. - ASMI) ექსპერტი.

რაც შეეხება საქართველოს, ქართველი მომხმარებელი, ძირითადად, იმპორტირებულ პროდუქტს ყიდულობს. თევზის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი საქართველოში კი აშშ-ია, სადაც თევზის მწარმოებელი ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი მოთამაშე, ალასკას შტატია.

ალასკის თევზმჭერი კომპანიების მიერ წარმოებული თევზის უდიდეს ნაწილს ველური ორაგულის სხვადასხვა სახეობა შეადგენს. ესენია ღურკანა, კეტა, კიჟუჩი, ჩავიჩა და წითელი ორაგული.

ალასკის რეგიონი იმითაა გამორჩეული, რომ აქ აკვაკულტურა აკრძალულია, ანუ არ არის ხელოვნურად გამოყვანილი თევზის ფერმები. ალასკის თევზის განსაკუთრებული ღირებულებაც სწორედ ისაა, რომ მის განვითარებაზე ადამიანს არანაირი გავლენა არ მოუხდენია.

აქაური თევზჭერის მკაცრი კვოტების სისტემა წყლის რესურსების მიმართ გააზრებულ მიდგომას უზრუნველყოფს. ამიტომაც ალასკის თევზის ექსპორტი პირდაპირაა დამოკიდებული დაჭერილი თევზის რაოდენობაზე, რაც ყოველწლიურად ცვალებადი რიცხვია.

ძირითადი თევზჭერა ბერინგის ზღვასა და ალასკის ყურეში მიდის. ცივილიზაციისაგან მოშორებული რეგიონის აკვატორიის სისუფთავეზე აშშ განსაკუთრებით ზრუნავს. აქაურ თევზს ანტიბიოტიკები თუ საკვები დანამატები არ სჭირდება, ის საკუთარ თავს თავად ზრდის. სწორედ ამიტომაც ითვლება ალასკური თევზმჭერი კომპანიების თევზეული პრემიუმ პროდუქტებად.

პრემიალური თევზეულის შეძენა პირდაპირ ალასკადან საქართველოს დიდი სუპერმარკეტების დახლებიდანაცაა შესაძლებელი.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა