გიორგი ვაშაძე - საზედამხედველო ორგანოებს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები 50-ზე მეტი ბავშვის აღზრდის პროცესის სრულფასოვანი მონიტორინგის შესაძლებლობა უნდა მიეცეს

საზედამხედველო ორგანოებს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები 50-ზე მეტი ბავშვის აღზრდის პროცესის სრულფასოვანი მონიტორინგის შესაძლებლობა დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რაც პანსიონში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით ვრცელდება.

“ნინოწმინდაში ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებული მოვლენები არის იმის ნიშანი, რომ სინამდვილეში ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება.

შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რაც პანსიონში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით ვრცელდება.

დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს შესაძლებლობა საზედამხედველო ორგანოებს პანსიონში მცხოვრები 50-ზე მეტი ბავშვის აღზრდის პროცესის სრულფასოვანი მონიტორინგის.

ჩვენ პატივს ვცემთ ტრადიციულ ღირებულებებს, მაგრამ კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს და ამ მიმართულებით პრეფერენცია და ვინმესთვის უპირატესობის მინიჭება პრინციპულად მიუღებელია ჩვენთვის”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო