კახა კუჭავა უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგნელები ესწრებოდნენ, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას და ასევე სამმხრივი საპარლამენტო ასამბლეის ფორმატის გააქტიურებას გაესვა ხაზი.

იმსჯელეს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და აღინიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანება ორი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

კახა კუჭავამ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესში მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობასა და იმ განაცხადზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეებმა ასევე უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებს და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრეს.

„უკრაინის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა, რომ უკრაინა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას აქტიურად გააგრძელებს. აღინიშნა პოსტპანდემიურ პერიოდში სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის აღდგენისა და ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები და მნიშვნელობა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტით მიიწვია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს