შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონატში სათანადო პირობებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს შესაბამისი მონიტორინგის შესაძლებლობა

დარწმუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონატში სათანადო პირობებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს შესაბამისი მონიტორინგის შესაძლებლობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე აპელირება სწორი არ არის, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და წინასწარი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება.

„დარწმუნებული ვარ, ყველას შესაძლებლობა ექნება, გაეცნონ იქ არსებულ პირობებს. შესაბამის ინსტიტუტებს წვდომა უნდა ჰქონდეთ. როცა საქმე ეხება არასრულწლოვანებს, აუცილებელი არ არის, ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა და მონიტორინგის შესაძლებლობა, მაგრამ სახალხო დამცველს, სოციალურ მუშაკებს აქვთ უფლებამოსილება, მონიტორინგი განახორციელონ. დარწმუნებული ვარ, სახალხო დამცველს ამის შესაძლებლობა ექნება. პანსიონატის ხელმძღვანელობის მხრიდან სკეპციზმი იყო ცალკეული ინსტიტუტების მიმართ, ეს გაუგებრობა გაირკვევა და ყველას შესაძლებლობა ექნება, მონიტორინგი განხორციელდეს,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა