ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, სენატორებთან შეხვედრაზე შარლ მიშელის დოკუმენტზე, არჩევნებსა და სასამართლო სისტემაზე ისაუბრეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, სენატორებთან შეხვედრაზე ევროპული საბჭოს ბრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე, არჩევნებსა და სასამართლო სისტემაზე ისაუბრეს.

როგორც სიმონიშვილი განმარტავს, მიშელის დოკუმენტი ბაზისია სასამართლო რეფორმის დაწყების, მაგრამ არ არის მოცემული კონკრეტული გზები, თუ როგორ წარიმართოს რეფორმა.

„ჩვენ საუბარი გვქონდა სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე, მნიშვნელოვანი და აუცილებელია სასამართლო რეფორმის გატარება, შეიძლება აქ დისკუსია გვქონდეს, როგორ ნაბიჯებს გადავდგამთ.

აუცილებელია კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, როგორც პოლიტიკოსების მხრიდან, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც იმისთვის, რომ დაბალანსდეს ძალაუფლება, ერთ ჯგუფს, უბრალოდ უმრავლესობას არ შეეძლოს მიიღოს გადაწყვეტილება“, - აღნიშნავს სიმონიშვილი.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს ჯინ შაჰინსა და რობ პორტმანს შეხვდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო