გიორგი ვაშაძე - ფრაქცია, რომელიც პარლამენტში შევქმენით, მრავალპარტიულია - ფრაქცია არის მექანიზმი, რომ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ

ჩვენი ფრაქციის მთავარი მიზანია - ვიყოთ ხალხის ხმა პარლამენტში და გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, საქართველოს მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ პოლიტიკა, პარლამენტი არის მათთვის და არამხოლოდ ელიტისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ახლად შექმნილი ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით,

„დღეს კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა - „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“. ასე ჰქვია ფრაქციას, რომელიც შევქმენით, რომელიც არის მრავალპარტიული და არ არის ერთპარტიული ფრაქცია, მის შემადგენლობაში არიან დამოუკიდებელი დეპუტატები, ადამიანები, მაგალითად, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც დაგვეხმარა ფრაქცია შეგვექმნა. ფრაქცია არის მექანიზმი, რომ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ პარლამენტში. ფრაქციის სახელწოდება მოდის იმ შეთანხმებიდან, რომელი შეთანხმებითაც შემოვედით ამ პარლამენტში და რომელი შეთანხმების რეალიზებაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ფრაქციის ხელმძღვანელი იქნება ხათუნა სამნიძე, მოადგილე პაატა მანჯგალაძე, ფრაქციის აპარატს კი სერგო ჩიხლაძე უხელმძღვანელებს. ჩვენი ფრაქციის მთავარი მიზანია - ვიყოთ ხალხის ხმა პარლამენტში და გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იგრძნონ პოლიტიკა, პარლამენტი არის მათთვის და არამხოლოდ ელიტისთვის. ჩვენი მიზანია ვისაუბროთ ხალხის პრობლემებზე და ვაიუძლოთ „ქართული ოცნება“ როგორც შეთანხმების შესასრულებლად, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვაიძულოთ რომ ხალხის საჭირბოროტო საკითხებზე გაგვცენ პასუხი“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა