ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე დღეს ორი პოლიციელი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი დასრულდა.როგორც პროკურორმა ხატია ყანდიაშვილმა განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე 2 პოლიციელი დაიკითხა.

„ბრალდების მხარე აგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას. სასამართლო სხდომაზე 2 მოწმე, კერძოდ, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები წარმოვადგინეთ, რომლებიც არ არიან ფაქტის მოწმეები და გამოძახების საფუძველზე მოვიდნენ. ასევე ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერები გამოვიკვლიეთ. ვიდეოჩანაწარი დაზარალებულ ვახტანგ სანაიას, როგორც გამოძიების ეტაპზე ისე სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან სრულიად შესაბამისია.

სამეთვალყურეო ჩანაწერებში სამივე ბრალდებულის ქმედებებია ასახული, თუმცა უშუალოდ დარტყმის მომენტი და დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის ასახული, რადგან ეს ხდება ავტომობილის მარჯვენა მხარეს და რასაც არ ფარავს ვიდეორეგისტრატორის არეალი”, - განაცხადა ყანდიაშვილმა.

ცნობისთვის, ჟურნალისტ ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ. თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს - სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა