ეკა გიგაური - სენატორების პოზიციაა, რომ ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა იბრძოლოს  დემოკრატიისთვის და გადაწყვიტოს, რა არის მათთვის უკეთესი - ისინი, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებიან ინსტიტუტების აშენებაში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, სენატორების პოზიციაა, რომ პირველ რიგში, ქართველმა ხალხმა უნდა იბრძოლოს დემოკრატიისთვის, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა არის მათთვის უკეთესი.

კითხვაზე, რა პოზიცია დააფიქსირეს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე სენატორებმა სასამართლოში არსებულ „კლანზე", გიგაური აღნიშნავს, რომ სასამართლოში „კლანის" არსებობის შესახებ მათთვის ცნობილია.

მისივე თქმით, აუცილებელია ქვეყანაში სასამართლო სისტემის რეფორმა გატარდეს.

„ისინი თავის პოზიციას გამოხატავენ პრესკონფერენციაზე, ასეთ შეხვედრაზე არ ამბობენ საკუთარ პოზიციას. როგორც თქვენ აღნიშნეთ ის, რომ „კლანი" არის, მათ იციან. ეს ყველაფერი ნახსენები იქნა მოსმენების დროს, რა თქმა უნდა, მათთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ დავუთმეთ ჩვენც სასამართლოს ამდენი დრო, რომ სასამართლოს რეფორმა გასაკეთებელია ამ ქვეყანაში.

მთავარი, რაზეც საუბარი იყო, არის ის, რომ მათ ხშირად მიმართავენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და სხვებიც, თითქოს, ისინი ეკითხებიან, თქვენ გვითხარით, რა არის ჩვენი დემოკრატიისთვის უკეთესი. მათი პოზიცია ამაზე არის ის, რომ პირველ რიგში, ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა იბრძოლოს დემოკრატიისთვის, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა არის მათთვის უკეთესი. ისინი, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებიან ინსტიტუტების აშენებაში. ჩვენ ბრძოლას, ისინი არ იბრძოლებენ, ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისა და დემოკრატიისთვის",- აღნიშნავს გიგაური.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო