დავით სონღულაშვილი - საკუთრების, მედიისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ტიტუს კორლატეანს, კლოდ კერნს და ბას კლეინს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრეს, რაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით სპეციალური მმართველის დანიშვნას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ყურადღება გამახვილდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, "საკუთრების, მედიისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და აღნიშნული კანონის მიღებით და სპეციალური მმართველის დანიშვნით ამ ფასეულობებს მომავალში არავითარი საფრთხე არ ემუქრება."

მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და მხარეებს შორის აქტიური და ეფექტიანი თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო