ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე ინფორმაცია მიაწოდეს

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, შეხვედრაზე ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის არშეშვების თაობაზე ისაუბრეს.

"დღეს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მწვავე საკითხი, რაც მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან დავსვით. "ლელოს" პოზიცია მკაფიოა - კარი უნდა გაიღოს! ნებისმიერი დახურულობა - ინფორმაციის დახურვა თუ ბავშვთა ინსტიტუციების ფიზიკურად დახურვა, კანონის საწინააღმდეგოა და მძიმე კითხვებს აჩენს. რაც უფრო მეტად გახანგრძლივდება სახალხო დამცველის არშეშვება, კითხვები კიდევ უფრო დამძიმდება. ეს ჩაკეტილობა მით უფრო აუხსნელია იმ ფონზე, როცა ინფორმაცია ბავშვების მიმართ სხვადასხვა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, რაზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, საჯარო გახდა. ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუციებს დაბეჯითებით მოვუწოდებთ, უზრუნველყონ სახალხო დამცველის უფლებამოსილება, ბავშვთა სახლში განახორციელოს მონიტორინგი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარი გაიხსნას", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა