ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის საგამოძიებო კომისია რაც უფრო მეტ სხდომას ჩაატარებს, მით უფრო სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება

პარლამენტის საგამოძიებო კომისია რაც უფრო მეტ სხდომას ჩაატარებს, მით უფრო სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება - თუკი ხელისუფლებას საარჩევნო და წინასაარჩევნო დარღვევების გამოძიების რეალური სურვილი აქვს, ამისთვის კომისია და ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

ნაცვლიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, როგორც წესი, ოპოზიციის ხელში არსებული ინსტიტუტია. მისივე თქმით, უმრავლესობა, რომელიც საარჩევნო დარღვევებზე საგამოძიებო კომისიას თავად ქმნის, ადასტურებს, რომ მათ ხელში პროკურატურა, შს სამინისტრო და სუს-ი არაეფექტური სახელმწიფო ინსტიტუციებია და ამდაგვარ ფაქტებზე რეაგირებას ვერ მოახდენს.

„შს სამინისტრო, პროკურატურა, სუს-ი, ყველა ეს სახელმწიფო უწყება ხელისუფლების ხელშია და თუ გამოძიების რეალური სურვილი აქვთ, საგამოძიებო კომისია რა საჭიროა?! ის, რომ მუდმივმოქმედ სახელმწიფო ინსტიტუტებს პირდაპირ ეს მანდატი აქვთ, მაგრამ თვეებია ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ და ვითომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ამუშავებენ, ეს ადასტურებს, რომ გამოძიებისა და სიმართლის დადგენის არანაირი სურვილი და მზაობა არა აქვთ", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საარჩევნო უბნების გადათვლა დაიწყო. კომისია 20 უბნის გადათვლას გეგმავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს