ირაკლი კობახიძე მამუკა ხაზარაძის წინადადებაზე - თუ სურთ არაპოლიტიკოსი კანდიდატის წარდგენა, წარადგინონ - თუ იქნება ერთი კანდიდატი, უკეთესია ჩვენთვის, თუ იქნება რამდენიმე, ესეც კარგი ჩვენთვის

მერი, არამარტო საქართველოს კანონმდებლობით, არამედ თავისი არსითაც, არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, აქედან გამომდინარე, ეს ლოგიკა ცოტა გაუგებარია, - ამის შესახებ პარტიის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიცია პირველივე ტურში უნდა დაამარცხოს. რაც შეეხება ხაზარაძის ინიციატივას, კობახიძე აცხადებს, რომ ყველას აქვს თავისი არჩევანი.

"თუ მათ სურთ არაპოლიტიკოსი კანდიდატის წარდგენა, შეუძლიათ წარადგინონ, მაგრამ რაც ეხება ზოგად ლოგიკას, მერი, განსაკუთრებით დედაქალაქის მერი, ეს არის პოლიტიკოსი. თუ იქნება ერთი კანდიდატი, ეს უკეთესია ჩვენთვის, თუ იქნება რამდენიმე კანდიდატი, ესეც არის კარგი ჩვენთვის", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ ლიდერმა თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა.

„თბილისის მერი არ უნდა იყოს არცერთი პარტიის წარმომადგენელი, ის უნდა იყოს მეურნე ადამიანი, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე მიმართავს ყველა ოპოზიციონერ ლიდერს და პარტიას, რომ ამ იდეის გარშემო დაიწყონ ფიქრი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს