მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2021 წლის სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და შრომის ბაზრის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რამაც განათლების სისტემაში ახალი დღის წესრიგი შექმნა და გლობალურ შრომითი ბაზრის საჭიროებებთან დაახლოების აუცილებლობა გამოკვეთა. ამ მიზნით საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის აქტიური მხარდაჭერით გადაფასდა კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მეთოდოლოგია და გადამზადების ახალი სისტემა შეიქმნა.

„ხარისხიანი პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა აუცილებელია მდგრადი და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად. ზრდასრული მოსახლეობის უნარ-ჩვევების განახლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ჩვენ დავიწყეთ გადამზადების ინტენსიური პროგრამები, რაშიც სამინისტრომ უდიდესი ძალისხმევა ჩადო. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ არაფორმალური განათლების სისტემის აღიარების მიმართულებით“, - განაცხადა ჩხენკელმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2021 წელს კერძო სექტორთან თანამშრომლობით სამინისტრომ დააარსა უნარების სააგენტო - “The Skills Agency of Georgia“. აღნიშნული სააგენტო ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად ახალი პროგრამების დანერგვას, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერას, კონკურენციის გაუმჯობესებას და უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს. გარდა ამისა, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან (WEF) თანამშრომლობა, “Closing the Skills Gap Accelerator in Georgia” ფარგლებში, მყარ საფუძველს შექმნის საჯარო და კერძო პარტნიორობის ინიციატივისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2-დღიან სამიტში „შრომის ბაზრის ახალი ტენდენციები“ მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა