ირაკლი კობახიძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატზე - მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი, რადგან აქ საქმე ეხება ბავშვთა უფლებებს

მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი, რადგან აქ საქმე ეხება ბავშვთა უფლებებს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაციის საჯაროობისთვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს.

„დაუშვებელია, რომ თუნდაც, მინიმალურ დონეზე ვინმემ ისაუბროს გამჭვირვალეობის დეფიციტზე. გამჭვირვალე და საჯარო უნდა იყოს ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება. აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ასევე საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით",- განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს