ირაკლი კობახიძე „მუქარის წერილის“ შესახებ ბადრი ჯაფარიძის განცხადებაზე - ორ ოპოზიციონერს შორის საქმის გარჩევაში მე ვერ ჩავერევი

არის ორი ადამიანი, ორი პოლიტიკოსი და მათ ერთმანეთში გაარკვიონ ეს ურთიერთობა - ორ ოპოზიციონერს შორის საქმის გარჩევაში მე ვერ ჩავერევი, - ასე ეხმიანება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან გიორგი გახარიას შესახებ ბადრი ჯაფარიძის განცხადებას.

რაც შეეხება, გახარიას პარტიის დაფინანსებას, კობახიძის თქმით, გარკვეულ ეჭვებზე საუბარი შეიძლება იმ პოლიტიკოსების განცხადებებიდან გამომდინარე, რომლებიც იმედს გამოთქვამენ, რომ გახარიას პარტია “ქართული ოცნების” მხარდაჭერას შეამცირებს.

მისი თქმით, ვერც გახარია, ვერც "ნაციონალური მოძრაობა" და ვერც უგულავა 43 პროცენტიან ბარიერს მათ ვერ დაახლოებს.

"მე არ მაქვს ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომც მქონდეს, ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ამას ვერ დავადასტურებ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომელი ტელევიზიები აპიარებს გახარიას, ვის წისქვილზე ასხამს წყალს მისი პოლიტიკური აქტიურობა, რაღაც ეჭვებზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ მე ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ამას ვერ დავადასტურებ. წამოცდენები ჰქონდათ პოლიტიკოსებს - უგულავას, ცისკარიშვილს და ა.შ. მათ პირდაპირ თქვეს, რომ ამყარებენ იმედებს გახარიაზე, რომ მათ დაეხმარება რაღაცნაირად იმაში, რომ ჩვენ დაგვაახლოვონ 43 პროცენტიან ბარიერს. ეს არის გამორიცხული, ვერც გახარია, ვერც "ნაცმოძრაობა" და ვერც უგულავა ჩვენ ამ ბარიერს ვერ დაგვაახლოვებს, ეს არის გამორიცხული, გამომდინარე საზოგადოებრივი მხარდაჭერიდან, ამას იხილავს ყველა ოქტომბერში", - განაცხადა კობახიძემ.

ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დაადასტურა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მას ე.წ. მუქარის შემცველი წერილი პირადად გადასცა. "ჩვენ რომ გვყავდეს დამოუკიდებელი პროკურატურა, რა თქმა უნდა, დაადგენდა, ვისი თითის ანაბეჭდებია ამ წერილზე. საბოლოოდ ხომ გვსურს, საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. სიმართლე არის ერთი, ეს მუქარის წერილი იყო მისგან ჩემზე პირადად გადმოცემული. მას უნდა ეყოს გამბედაობა, ეს საზოგადოებას უთხრას. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი მხრიდან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო