საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2021“-ის საუკეთესო ათეული გამოვლინდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კონკურსი - „დიდი იდეების გამოწვევა 2021“ დასრულდა. 10 საუკეთესო სტუდენტური იდეა კონკურსის შემაჯამებელ ონლაინ ღონისძიებაზე - Elevator Pitch Event-ზე გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალურმა ჟიურიმ, რომელშიც ქართველი და ბრიტანელი წევრები შედიოდნენ, სტუდენტთა საკონკურსო ვიდეომიმართვებისა და ბიზნესიდეების გაცნობის საფუძველზე, შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილე სტუდენტური გუნდებიდან საუკეთესო ათეული შეარჩია: 1. Creative Workshop; 2. Green Wave; 3. 3D Ecological Service; 4. SSD Predictive Maintenance; 5. Appoyo – Best friend for your mental well-being; 6. Dielo – All discounts on your fingertips; 7. Smart Gas Control System; 8. Virtual assistant; 9. Development club; 10. Georgia’s sustainable buildings platform.

„როგორც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწემ საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამეცნიერო საკითხებში დევი ხვედელიანმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამარჯვებული 10 საუკეთესო სტუდენტური იდეა და მათი ავტორები კონკურსში მონაწილეობას, ამჯერად უკვე ეროვნულ დონეზე, საქართველოს მასშტაბით გააგრძელებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„კონკურსი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი და ორიგინალური იდეებით, იმდენად, რომ საუკეთესო ათეულის გამოვლენა არცთუ მარტივი აღმოჩნდა. გამარჯვებული იდეები და მათი ავტორები, პროექტის წესების მიხედვით, მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ და კონკურსში მონაწილეობას ახლა უკვე საქართველოს მასშტაბით გააგრძელებენ. მოხარული ვიქნებით, თუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური იდეა მოხვდება „დიდი იდეების გამოწვევის“ გლობალურ ღონისძიებაში, რომელიც ბრიტანეთში იმართება. ვფიქრობთ, ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რადგან მათთვის ეს არის შესაძლებლობა, იფიქრონ კრეატიულად, შეიმუშაონ და მსოფლიოს გააცნონ თავიანთი ინოვაციური იდეები, რაც მთავარია, გამარჯვება მოიპოვონ და მომავალში, ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გამოყენებით, თავიანთი დიდი იდეები განახორციელონ“, - აღნიშნა დევი ხვედელიანმა.

„პროექტი - „დიდი იდეების გამოწვევა 2021“ (Big Idea Challenge 2021) მიმდინარეობდა ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის - „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ (Creative Spark) მე-3 წლის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის პარტნიორობით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უწევს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი. პროექტში უშუალოდ ჩართული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა