ნინო ბურჯანაძე - გიორგი გახარია შეიძლება იყოს სათადარიგო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილს უნდა ვადამდელი არჩევნები - თუ ოპოზიცია გონს არ მოვა, ასეთ არჩევნებს აუცილებლად წააგებს

არ მესმის იმ ოპოზიციური ძალების, რომლებიც გიორგი გახარიას უპირისპირდებიან - თუ მართლა იბრძოლებს გიორგი გახარია, ყველა პარტიასთან უნდა დაჯდე მაგიდის ირგვლივ და შემდეგ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებაში გიორგი გახარია უნდა, „ნაციონალური მოძრობა“, ბურჯანაძე, „ქართული ოცნება“ თუ ვინ, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას აქვს პოტენციალი, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ხმები წაართვას.

გიორგი გახარია თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ხმებს წაიღებს. შეიძლება რაღაც ნაწილი გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ხმებიც წაიღოს. მე არ მესმის იმ ოპოზიციური ძალების, რომლებიც გიორგი გახარიას უპირისპირდებიან. გიორგი გახარიას ახლა აქვს იმის პოტენციალი - ის წაიღებს „ქართული ოცნების“ ხმებს და რატომ უნდა შევუშალოთ ხელი გიორგი გახარიას, რომ მან წაიღოს „ქართული ოცნების“ ხმები და რაც შეიძლება მეტი დააკლოს პარტიას, რომ 43% ვერ მიიღოს, არ მესმის. ჩვენი ძირითადი სამიზნე „ქართული ოცნებაა“, მაგრამ ისიც არის, რომ სამწუხაროდ სიმართლეც უნდა ვთქვათ პარტიებმა თუ რას ვფიქრობთ ერთმანეთზე. ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ ოპოზიციური ერთობა შემდგარიყო.

ისეთი პარტიები ვისხედით ერთმანეთის გვერდზე, რომლებსაც საერთოდ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გვქონდა საერთო მიზნისათვის, ეს არ იქნება არც ბლოკი და არც ერთ პარტიად გაერთიანება, მაგრამ იმისათვის საბრძოლველად თუ მართლა იბრძოლებს გიორგი გახარია, რომ შეიცვალოს ოლიგარქიული მმართველობა და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს ყველა პარტიასთან უნდა დაჯდე მაგიდის ირგვლივ და შემდეგ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს გიორგი გახარია უნდა ხელისუფლებაში, „ნაციონალური მოძრობა“, ბურჯანაძე, „ქართული ოცნება“ თუ - ვინ.

გიორგი გახარია შეიძლება იყოს სათადარიგო გეგმა იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილს უნდა ვადამდელი არჩევნები და ლოგიკა ამაში იქნებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავად დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და თუ გონს არ მოვა ოპოზიცია ასეთ ვადამდელ არჩევნებს აუცილებლად წააგებს. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება ამაზე ითამაშოს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ გიორგი გახარია მისი პროექტი იქნება, მაგრამ ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა