ირაკლი ღარიბაშვილი - UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრად საქართველოს არჩევა ძალიან კარგი სიახლეა, ქვეყნის ტურიზმის სექტორს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და შეუძლია დადებითი წვლილის შეტანა საერთაშორისო საზოგადოებაში

საქართველოს არჩევას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს წევრად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს საქართველოსთვის მდგრადი ტურიზმის განვითარების გლობალური დღის წესრიგის ხელშეწყობაში ჩართვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

„ძალიან კარგი სიახლეა, რომ საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. ეს არის მდგრადი ტურიზმის განვითარების გლობალური დღის წესრიგის ხელშეწყობაში ჩართვის შესანიშნავი შესაძლებლობა. საქართველოს ტურიზმის სექტორს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და შეუძლია დადებითი წვლილის შეტანა საერთაშორისო საზოგადოებაში“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს