PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ქვეყანაში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრეს.

„გვქონდა საუბარი ყველა თემაზე, მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე ყველა თემაზე, ეს იყო საარჩევნო და სასამართლო რეფორმის საკითხები. რვა პარტიიდან, რომელთაც საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს ოთხს დღემდე არ მოუწერია ხელი შარლ მიშელის დოკუმენტზე. მიშელის დოკუმენტის შესრულება ჩვენი პასუხისმგებლობაა. ამ დოკუმენტს ბოლომდე მივყვებით და აუცილებლად შესრულდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრაში საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მონაწილეობდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს