PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრები, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრებს  შეხვდნენ

ჩვენ ვთანხმდებით ჩვენს მეგობრებთან, მათ შორის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან, რომ სასამართლო რეფორმა, მართლმსაჯულების დეპოლიტიზაცია და რეფორმა, მათ შორის, შარლ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრული ყველა ნაბიჯი უნდა განხორციელდეს სრულად, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტის წევრების ყურადღების საგანი მართლმსაჯულების რეფორმა და სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება იყო.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ამ მიმართულებებით უმძიმესი ვითარებაა. ჩვენ ვიცით, რომ საზოგადო აზრი ჩვენს პარტნიორებს შორის არის ის, რომ დღევანდელი სისტემა მოითხოვს ფუნდამენტურ განახლებას. ნებისმიერი კოსმეტიკური ცვლილება იქნება აღქმული როგორც მცდელობა, რომ შენარჩუნდეს სასამართლოში გამეფებული კლანური მმართველობა", - აღნიშნა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარემ.

ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში.

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრას ესწრებოდნენ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ფრაქციის წევრები: მამუკა ხაზარაძე, სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და ანა ნაცვლიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო