ჯინ შაჰინი - იმისთვის, რომ ოქტომბრის არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანი და თავისუფალი იყოს, მნიშვნელოვანია, რეფორმების სვლის გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით

ოქტომბრის არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანი და თავისუფალი რომ იყოს, მნიშვნელოვანია რეფორმების სვლის გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნულ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება.

„ყველა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გავმართეთ ხაზს ვუსვამდით იმ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ადამიანის უფლებების, მოთხოვნების დაცვასა და უზრუნველყოფას. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, სამართლიან არჩევნებს, სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და საარჩევნო რეფორმის წარმოებას. მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების გაგრძელება. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები მხარეებს შორის.

რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით - დიახ, ოქტომბრის არჩევნები იქნება ნამდვილად დაკვირვების ქვეშ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება ამ არჩევნებს. ვიცი, რომ ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც გამოგზავნის საქართევლოში დამკვირვებლებს, რომელიც ამ პროცესს უშუალოდ ადგილზე გაუწევენ დაკვირვებას. იმისათვის, რომ ეს არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანი და თავისუფალი იყოს, მნიშვნელოვანია რეფორმების სვლის გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით“, - განაცხადა სენატორმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს