სალომე სამადაშვილი - სენატორებთან უნდა ვიმსჯელოთ  როგორც ქვეყნის წინაშე მდგარ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, ასევე პრობლემებზე, რაც საქართველოში დემოკრატიის მომავლის თვალსაზრისით დგას

ვფიქრობ, სენატორებთან ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ როგორც ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, ასევე იმ პრობლემებზე, რაც საქართველოში დემოკრატიის მომავლის თვალსაზრისით დგას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა სენატორებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ის სენატორებთან საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებითაც ისაუბრებს.

"ეს ორი ურთიერთკავშირშია, რადგან მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი ჩვენ ქვეყანაში უკავშირდება ასევე დემოკრატიას და მის მომავალს. ამიტომ, მე ვაპირებ ვისაუბრო იმაზე, თუ რა გამოწვევები დგას საარჩევნო სისტემის რეფორმის თვალსაზრისით მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, ვისაუბრო იმაზე, მიუხედავად იმისა, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელი მოვაწერეთ, სამწუხაროდ კიდევ გრძელდება პოლიტიკური მიზნით მართლმასჯულების გამოყენება, მათ შორის, მასმედიის და პოლიტიკოსების წინააღმდეგ და ასევე, ვაპირებ ვისაუბრო ნატოს მოახლოებულ სამიტზე, ვისაუბრო ასევე იმ გზავნილებზე, რაც ჩვენი აზრით უნდა გაჟღერდეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება. მსურს, პირველ რიგში ვისაუბრო სენატროებთან, რომლებიც ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერები არიან ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით, მსურს ვისაუბრო იმაზე, რომ ყოველი დღე, როცა ჩვენ წინ ვერ ვდგამთ ნაბიჯს ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, ამწვავებს ჩვენს რეგიონში რუსულ პროპაგანდას, პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის ინტერესებზე, ამ თვალსაზრისით, გვჭირდება ნაბიჯების წინ გადადგმა ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით. სამწუხაროა, რომ ბრიუსელის სამიტზე არც საქართველო და არც უკრაინა არ იქნა მიწვეული",- განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს