რობ პორტმანი - ყველაფერი უნდა გაკეთდეს პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან იდეალური ერთობის შექმნის მიზნით - მნიშვნელოვანია, 19 აპრილის შეთანხმება განხორციელდეს

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან საუკეთესო, იდეალური ერთობის შექმნის მიზნით, - ამის შესახებ სენატორმა რობ პორტმანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმება გამოხატავს ნამდვილად იმ სულისკვეთებას, რომელიც წაადგება ქვეყანას და მის მომავალს.

„მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება განხორციელდეს, მასში გაკეთებული პუნქტები იყოს აღსრულებული. მათ შორის ვიცით, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არის ფართო შეთანხმება მხარეებს შორის, სასამართლო რეფორმას რაც შეეხება აქ არ არის ერთიანი სულისკვეთება. ვიცით, რომ დამატებითი დეტალებია, რომელზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ვთვლით, რომ 19 აპრილის შეთანხმება ეს არის მნიშვნელოვანი და იგი ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, გამოხატავს ნამდვილად იმ სულისკვეთებას, რომელიც წაადგება ქვეყანას და მის მომავალს“, - განაცხადა პორტმანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა