რობ პორტმანი - ჩამოვედით მეგობრებთან შესახვედრად, ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე რეგიონში, ვიდრე ეს საქართველოა

ჩვენ აქ ჩამოვედით მეგობრებთან შესახვედრად. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე რეგიონში, ვიდრე ეს საქართველოა, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიულობის გაძლიერება და მოსახლეობის კეთილდღეობა.

ამასთანავე, რობ პორტმანის განმარტებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს საქართველოსთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვა აქვთ და მას დიდებულ მეგობრად აღიქვამენ.

„საქართველოს დამოუკიდებლობიდან სამი ათწლეული გავიდა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, ეს გულისხმობს უზრუნველყოფას, რომ საქართველოს დემოკრატიოულობა აგრძელებს გაძლიერებას, იმის უზრუნველყოფას, რომ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა უმჯობესდება და იმაში დარწმუნებას, რომ საქართველოს შეუძლია მისი დამოუკიდებლობითა და სუვერენიტეტის განმტკიცება.

სენატორი შაჰინიც და მეც ორივე ვართ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და შემიძლია გითხრათ, რომ როგორც რესპუბლიკელების მხარეს, ასევე დემოკრატების მხარეს, ყველას აქვს ერთნაირი ხედვა საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ საქართველოს არა მხოლოდ როგორ დიდებულ მეგობარს, არამედ ჩვენ, ასევე, გვაქვს განსაკუთრებული კავშირი საქართველოს მოსახლეობასთან, რომელიც ეძებს და მიისწრაფვის თავისუფლებისკენ. გვსურს საქართველოს მოსახლეობას მივცეთ შესაძლებლობა, რომ დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის ბენეფიტებით სარგებლობა შეძლონ", - განაცხადა პორტმანმა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
"გალფის" ინიციატივით 100 პირველკურსელს, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღო, ერთწლიანი ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება
„საქართველოს ბანკის“ აქციების ღირებულება რეკორდულ მაქსიმუმზეა
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის