„სირცხვილიას“ ინფორმაციით, აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც პროკურატურასთან დააკავეს, საავადმყოფოშია გადაყვანილი

გიგა მაქარაშვილი შსს-დან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა “სირცხვილია“ ავრცელებს.„პოლიციელებმა დაკავების დროს ხელი მოტეხეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს აქცია გავმართეთ პროკურატურასთან, სადაც ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე მიმდინარე სავარაუდო ძალადობას ვაპროტესტებდით”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „სირცხვილია“ ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით შსს-სთან აქცია მიმდინარეობს. აქციაზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. შსს-ს ინფორმაციით, დააკვებულია 7 პირი.

აქციის მონაწილეები, პანსიონატის სასწრაფოდ დახურვას, მოზარდების საოჯახო ტიპის დაწესებულებებში გადანაწილებას და გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო