ნიკა მელია სენატორებთან შეხვედრაზე - დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრა უშედეგოდ არ ჩაივლის

მოხარული ვარ, რომ ამ რანგის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები უშუალოდ არიან საქართველოში ჩამოსულები, - ამისშესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს სენატორებთან შეხვედრამდე განუცხადა.

მელია იმედოვნებს, რომ სენატორებთან შეხვედრა უშედეგოდ არ ჩაივლის.

"სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობრები ახლა უკვე უშუალოდ, პერსონალურად საქართველოში არიან. ეს იძლევა შესაძლებლობას კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა დამყარდეს პარტნიორებს შორის. მეორე, მათ კიდევ უფრო მეტად, კარგად მიიღონ ინფორმაცია თუ რა ხდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მიმდინარე შიდა ქართული პოლიტიკური საკითხები არის მნიშვნელოვანი, თუმცა, როცა ამ რანგის ჩვენი კოლეგები ჩამოდიან საქართველოში, საკითხები, რომელიც ექვემდებარება განხილვას, როგორც წესი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შიდა პოლიტიკური საკითხები.

ეს შეეხება ამჯერადაც რეგიონალურ გამოწვევებს, უსაფრთხოების საკითხებს, რეგიონალურ ჭრილში, ბუნებრივია, ეკონომიკურ მდგომარეობას, დემოკრატიას და მის ხარისხს საქართველოში. აქ არ იქნება მხოლოდ საუბარი მიმდინარე, განვლილ თვეებში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ არ ამოიწურა. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრა უშედეგოდ არ ჩაივლის. მოხარული ვარ, რომ ამ რანგის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები უშუალოდ არიან ჩამოსულები საქართველოში",-განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ბევრს არ ისაუბრებს, რადგან ყველაფერი ისედაც ნათელია.

"სიმართლე გითხრათ, ბევრს პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით, ჩემთან მიმართებაში ვისაუბრო, არ მინდა და არც ვაპირებ, რადგან მე მგონი, ყველაფერი ნათელი და ხელის გულზე იყო და არის არამხოლოდ ეროვნულ დონეზე, არამედ საერთაშორისო საზოგადოება ძალიან კარგად არის ინფორმირებული. უბრალოდ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ მომავალზე, რას ვაპირებთ, რა გეზი გვაქვს, რა ხედვა გვაქვს განსაკუთრებით, ოპოზიციას, პარტია "ნაციონალურ მოძრაობა - ძალა ერთობაშიას", როგორ ხედავს სხვადასხვა მიმართულებით ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას",- განაცხადა მელიამ.

იმასთან დაკავშირებით, რომ მიშელის დოკუმენტზე "ნაციონალური მოძრაობა" ხელს არ აწერს, მელია აცხადებს, რომ ამაზე საუბარი უნდა დასრულდეს.

"ვფიქრობ, ამაზე საუბარი უნდა დასრულდეს, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო თავისი შესაბამისი გადაწყვეტილება, მიიღო ისეთი, როგორიც არის, საკუთარი პოლიტიკური ხედვებისა და მრწამსის გათვალისწინებით, ამიტომ ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია ხორცშესასხმელი. ყველა პარტიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მან ჩათვალა, რომ კონკრეტულ მოცემულობაში უნდა მიეღოთ",- განაცხადა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა