რობ პორტმანი - საქართველო უნდა გახდეს დასავლეთის ნაწილი და ეს გულისხმობს ნატოს წევრობასაც

ჩვენი ხედვაა, რომ საქართველო უნდა გახდეს დასავლეთის ნაწილი და ეს გულისხმობს ნატოს წევრობასაც, რაც საქართველოს აღჭურვავს დამატებითი თავდაცვის საშუალებებით რუსული საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ ამ დილით ვნახეთ,- ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პორტმანის განმარტებით, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის მონახულებისას მათ კიდევ ერთხელ თვალნათლივ ნახეს, რომ რუსეთი არღვევს 6 პუნქტიან შეთანხმებას, რომელზეც ხელი მოაწერა.

პორტმანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, ე.წ საზღვრის მეორე მხარეს გადასვლის უფლება არ აქვთ, მაინც ყველასთვის ცნობილია, თუ რამდენად ირღვევა ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ახლა რუსეთი სულ უფრო მეტ ზეწოლას ახორციელებს, უკრაინაში, ბელორუსში და აქაც საქართველოში. ჩვენ დღევანდელი დღე ძალიან ადრე დავიწყეთ და ადმინისტრაციული საზღვრის მოსანახულებლად წავედით. რაც ჩვენ ვნახეთ არის იმის დასტური, რომ რუსეთი აგრძელებს მარტივი 6 პუნქტიანი შეთანხმების დარღვევას, რომელსაც მან ხელი მოაწერა. პირველ რიგში, არ არის ტრანზიტი, მოსახლეობას არ ეძლევა გადაადგილების საშუალება, ჩვენ ვნახეთ ღობეები, ვნახეთ მავთულხლართები, ეს იმისთვისაა, რომ ოკუპირებულ ტერირიებზე მცხოვრებ მოსალხოებას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცენ. ჩვენ, ასევე, ვესაუბრეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ ეძლევათ ე.წ საზღვრის მეორე მხარის გადასვლა საშუალება - მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ცხოვრება კარგი არ არის ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს და ადამიანის უფლებები იქ ირღვევა", - განაცხადა რობ პორტმანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა