კახა კუჭავა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა. ინფორმაციას საქრთველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს.

„საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს, საქართველოს მხარეებმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

დესისლავა ივანოვამ პარლამენტის თავმჯდომარეს გაცნო ის რეფორმები, რაც მისი ელჩობის პერიოდში განხორციელდა.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა, რათა უფრო მეტად განვითარდეს და გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, - ნათქვანია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა