TDI-ი - ბათუმის უნივერსიტეტის 150-ზე მეტ ინდოელ სტუდენტს, რომლებიც პანდემიისა და ინდოეთიდან მგზავრობაზე დადგენილი მკაცრი შეზღუდვების გამო, ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება

TDI-ი ინდოელი სტუდენტების მიმართ ბათუმის უნივერისტეტის გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, ბსუ-ს 150-ზე მეტ ინდოელ სტუდენტს, რომლებიც პანდემიისა და საქართველოს მთავრობის მიერ ინდოეთიდან მგზავრობაზე დადგენილი მკაცრი შეზღუდვების გამო, ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას, შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი.

„უნივერსიტეტი სტუდენტებისგან სარეგისტრაციო დოკუმენტზე ხელმოსაწერად დეკანის კაბინეტში მისვლას ითხოვს, რასაც, ინდოეთში მყოფი სტუდენტები, ობიექტური გარემოებების გამო, ვერ შეძლებდნენ. სწორედ ეს გახდა უნივერსიტეტისთვის მათთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების საბაბი.

მივმართავთ ბსუ-ს, განათლების სამინისტროს და მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები უცხოელი სტუდენტების უფლებების დასაცავად”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების სრულად ნახვა შესაძლებელია ბმულზე:

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს