ზურაბ ჯაფარიძე - სენატორებს ვუთხარი, რომ თუ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დაჩქარდება და გვექნება თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სთან, სხვა პრობლემებს აქ ჩვენ მივხედავთ

აინტერესებდათ და ამას ღიად გვეკითხებოდნენ, რაში შეიძლება დაეხმაროს ამერიკა ამ ქვეყანას - ვუთხარი, რომ თუ დაჩქარდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და თუ ჩვენ გვექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დანარჩენ ყველა სხვა პრობლემებს ჩვენ მივხედავთ აქ, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სენატორებთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს.

„საუბარი იყო ყველაფერზე. აინტერესებდათ და ამას ღიად გვეკითხებოდნენ - რაში შეიძლება დაეხმაროს ამერიკა ამ ქვეყანას. ცხადია, ჩვენ საუბარი გვქონდა ყველა იმ პრობლემაზე, რომელზეც ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკურ დევნაზე და ა.შ., თუმცა ამის მიღმაც იყო საუბარი.

მე პირადად ვუთხარი, რომ ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკური გამოწვევა, ჩვენ გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა და მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი აქ არის უსაფრთხოების გამოწვევები, ამიტომ პრინციპული საკითხია საქართველოს ნატო-ში წევრობა, რომ დაჩქარდეს რაც შეიძლება მეტად.

მეორე, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი საკითხი არის თავისუფალი ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, მართლმსაჯულების საკითხს ამ ორ საკითხს გავუსვი ხაზი და ვუთხარი, რომ თუ დაჩქარდება საქართვლოს ნატო-ში გაწევრიანება და თუ ჩვენ გვექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დანარჩენ ყველა სხვა პრობლემებს ჩვენ მივხედავთ აქ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებთან ჯინ შაჰინთან და რობ პორტმანთან საქმიანი ვახშამი გამართეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო