გიორგი ვაშაძე - სენატორებმა დეტალურად იციან, რაც ხდება საქართველოში - მკითხეს, რა არის ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში, ნომერ პირველი პრობლემა არის შიმშილი

სენატორებმა დეტალურად იციან ის, რაც ხდება საქართველოში - როცა მკითხეს, რა არის ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში, ნომერ პირველი პრობლემა ქვეყანაში არის შიმშილი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სენატორებმა შეხვედრაზე დაადასტურეს, რომ საქართველოს ამერიკის სრული მხარდაჭერა ექნება.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამხელა მეგობრები გვყავს ჩვენი ამერიკელი მეგობრების სახით. სენატორებმა დეტალურად იციან ის, რაც ხდება საქართველოში. როცა მკითხეს, რა არის ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში - ნომერ პირველი პრობლემა ქვეყანაში არის შიმშილი, მართლა ასეა და ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკასთან და მათ გვითხრეს, რომ შეიძლება ამაზე საუბარი, ამის განხილვა და ყოველშემთხვევაში დისკუსიის დაწყება ამაზე.

რა თქმა უნდა, ველაპარაკეთ სასამართლოს ანტიკორუფციული მექანიზმების შექმნაზე, ვილაპარაკეთ პოლიტიკურ გამოძიებებზე: გვარამია, ხაზარაძე, ჯაფარიძე, ოქრუაშვილი და უგულავას ქეისებზე.

ასევე, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ვილაპარაკეთ, რომელიც მათთვისაც არის როგორც ლაკმუსის ქაღალდი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის და ამას ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს და გვითხრეს და დაგვიდასტურეს, რომ სრული მხარდაჭერა ექნება საქართველოს.

ადამიანურად ვთხოვეთ, რომ როგორმე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაში დაგვეხმარონ და აქაც გვითხრეს, რომ რა თქმა უნდა, ამაზეც იქნება საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ამერიკელ სენატორებთან ჯინ შაჰინთან და რობ პორტმანთან საქმიანი ვახშამი გამართეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს