31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საარჩევნო უბნების გადათვლას აგრძელებს

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საარჩევნო უბნების გადათვლას აგრძელებს. ამ ეტაპზე შემთხვევით შერჩევის პრინციპით, შერჩეული 20 უბანიდან, 10 გადათვლილია, დარჩენილი 10 უბნის გადათვლა კომისიამ დღეს დაიწყო.

გადათვლა 2 ოთახში ხორციელდება. თითო ოთახში 6 მთვლელი გადათვლას კომისიის ორი წევრის მეთვალყურეობის ქვეშ ახორციელებს. როგორც კომისიის წევრი საპარლამენტო უმრავლესობიდან ალუდა ღუდუშაური აცხადებს, გუშინ გადათვლილ უბნებთან დაკავშირებით არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა. რაც შეეხება ოპოზიციას, ღუდუშაური აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც კომისია მუშაობას დაასრულებს, მათ ბოდიში ექნებათ მოსახდელი.

„გადათვლის შემდეგ ჩვენ გვექნება სურათი, კონკრეტულად ვისი დაბარება უნდა მოხდეს, რა კითხვები უნდა გვქონდეს და ა.შ. გუშინდელი გადათვლის შედეგები შუალედურად რომ შევაფასოთ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ არსებითი ხასიათის დარღვევები არ იქნა გამოვლენილი.

ყველასთვის ნათელია, რომ პროცესი არის უაღრესად გამჭვირვალე და საჯარო. რაც შეეხება ოპოზიციას, რომ სანდოობასთან დაკავშირებით აპელირებენ, მათი ეს პოზიცია მიუთითებს იმას, რომ ძალიან მალე, როცა კომისია დაასრულებს მუშაობას, ოპოზიციას მოუწევს ბოდიშის მოხდა კონკრეტული პირების მიმართ, ასევე მთელი საზოგადოებისთვის,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს